ხობში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს ნუგზარ შუშანია, რომელმაც გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" დატოვა.
როგორც მან რადიო
"ათინათს" უთხრა, ამ პოსტზე "ქართული ოცნების" დეპუტატების მხარდაჭერით დაინიშნა.
გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
"ვაგრძელებ მუშაობას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. 21-მა წევრმა დამიჭირა მხარი, მათ შორის, მმართველის ძალის და გახარიას პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა", - განმარტა შუშანიამ.
რაც შეეხბა პარტიიდან მისი წასვლის მიზეზებს, დეპუტატმა ამის შესახებ სოციალრ ქსელში დაწერა.
"ვტოვებ პარტია საქართველოსთვის და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიას და მისი გუნდი ბოლო დროინდელი განცხადებები და ქმედებებია, რომელიც, ფაქტობრივდ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს, მეტიც, ავსებს ნაც.მოძრაობას და ეხმარება მას. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს, პირადად მე და ჩემი ოჯახი მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინების და გატაცების ობიექტიც კი ვიყავით - არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან, რომელიც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებსთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება", - წერს შუშანია.
ხობის საკრებულოს ორმა წევრმა ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ გიორგი გახარიას პარტია
დატოვა.
გუშინ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საკრებულოს წევრები "ქართულმა ოცნებამ" მოისყიდა და გადაიბირა. პარტიის გადაწყვეტილებით კი, ორივე მათგანი გაირიცხა.
მასალის გამოყენების პირობები