შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა.
ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთამსვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას.
,,მთასვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას'', - აცხადებენ შსს-ში.
სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მწვერვალ თეთნულდიდან
6 მთასვლელიდან ორი დაშავებული პირი და
ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გუშინ
ჩამოიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები