სენაკში, თეკლათისა და ჭალადიდის სამაჟორიტარო ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ. მათი თქმით, ცესკო-ს მიერ შუალედური არჩევნების დანიშვნა არალეგიტიმურია და “ქართულ ოცნებას” მარტო ტოვებენ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას უკვე “წაგებულ ბრძოლაში” მონაწილეობის მიღება არ სურს.
ცესკო-მ შუალედური არჩევნები სენაკის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში მას შემდეგ დანიშნა, რაც ენმ-დან მაჟორიტარმა მანდატი და საკრებულო დატოვა. ოპოზიცია ფაქტს ზეწოლას უკავშირებს.
ამავე თემაზე:სენაკის არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლომ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა
მასალის გამოყენების პირობები