6 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ მარტვილში, სოფელ ხუნწის ტერიტორიაზე მდინარე ცხენისწყალში გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით მაშველებმა ის დღეს, ხიდის ქვეშ ნახეს. ბავშვს მოსახლეობა და მაშველები გუშინ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ეძებდნენ. ის მდინარეზე ბაბუასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, წყალმა გაიტაცა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები