კრივის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ზუგდიდელმა გიორგი ბიგვავამ მოსწავლე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
შეჯიბრი თურქეთში, ქალაქ ერზურუმში მიმდინარეობდა.
"დავამარცხე თურქი, რუმინელი, პოლონელი და ბოლოს აზერბაიჯანელი მეტოქეები. ძალიან დიდი ბედნიერებაა, არ ვიცი ამაზე კარგი განცდა თუ არსებობს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა", - გვითხრა ახალგაზრდა სპორტსმენმა.
ბიგვავა 70 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მისი მწვრთნელი გაგა თოდუაა.
მასალის გამოყენების პირობები