გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ზუგდიდის მოსახლეობას წყალმომარაგება დღეს, დილის 11 საათიდან არაგეგმიური სამუშაოების გამო შეუწყდა.
ამავე ცნობით, შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოებით.
კომპანიის ცნობით, წყალმომარაგება ხვალ, 17 საათისკენ აღდგება.
"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო", - ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები