გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აბაშის, სენაკის, მარტვილის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოაცხადა.
კომპანიის მიერ დაგეგმილი დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ამ ეტაპზე განხორციელდება:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიდინეძი, ორულუ;
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზემო ქვალონი, პატარა ფოთი, გვიმარონი, ჭითაუშქური და საალანიო-საფაჩულიო, მეორე გურიფული, პირველი გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გამოღმა პირველი ხორგა, გაღმა პირველი ხორგა;
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხური-ხორგიში, გოლასკური, რეკა, ეკი, შრომისკარი, საადამიო, საგუნიო, საცხვიტიო;
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გაჭედილი, ტალერი, ეწერი;
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქოლობანი, ბულვანი;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ზუმი.
შესაბამისი შესყიდვების საწყისი ღირებულება ჯამურად 15 მილიონ ლარს აღემატება.
მასალის გამოყენების პირობები