წალენჯიხის სოფელი სქური დღეს და ხვალ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს West Wind უმასპინძლებს.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი და უცხოელი დიჯეები დაუკრავენ.
ბილეთების შეძენა მსურველებს
tkt.ge-ზე 50, ადგილზე კი 80 ლარად შეუძლიათ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის გაყიდულია ონლაინ ბილეთების 75%-ზე მეტი.
ფესტივალზე მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები დაიშვებიან.
მასალის გამოყენების პირობები