წალენჯიხის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე უფასო ინტერნეტი იქნება
წალენჯიხის მერიის ინიციატივით ქალაქის ცენტრში, პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეეძლებათ.
ამის შესახებ "ათინათს" წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ უთხრა.
"ექნებათ ახალგაზრდებს და მოსახლეობას წვდომა. ამასთან, ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები, რომ აქაურობა გალამაზდეს და იყოს საინტერესო სტუმრებისთვის", - გვითხრა მერმა.
მისივე ინფორმაციით, პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა სახის ინსტალაციების განთავსებაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები