ახალი ამბები
სენაკში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს - ISFED
"სამართლიანი არჩევნები" ხელისუფლებას სენაკის მუნიციპალიტეტის მეოთხე საარჩევო ოლქში დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაუქმებასა და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის რეკომენდაციით მიმართავს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც შუალედური არჩევნების დანიშვნას ეხება, აცდენილია სენაკის საკრებულოს ირგვლივ არსებულ გამოწვევებს და არ არის მიმართული იქ არსებული სისტემური კრიზისის მოგვარებისკენ.

"2022 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად შუალედური არჩევნები დანიშნა, რადგან მაისის ბოლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" არჩეულმა მაჟორიტარმა საკრებულო დატოვა. ცესკოს განკარგულებით, არჩევნები №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე უნდა ჩატარდეს. "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სენაკის საკრებულოში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ, ხოლო პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სწრაფად უნდა დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები.  

2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგად, სენაკის 33 წევრიან საკრებულოში 16 მანდატი ეკუთვნოდა "ქართულ ოცნებას", 13 - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 4 - "საქართველოსთვის". შესაბამისად, სენაკი იყო ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია ფლობდა. "სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოვლინდა არაერთი პრობლემა. კერძოდ, პარტია "საქართველოსთვის" პროპორციული სიით არჩეული წევრის გასვლის გამო, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარეს თანაბარი 16-16 მანდატი დარჩა. საკრებულოდან გასული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დადასტურების შემთხვევაში, რაც საკრებულოს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, უმრავლესობა კვლავ ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდებოდა, რის გამოც, "ქართულმა ოცნებამ" ფაქტობრივი ბოიკოტი გამოაცხადა და უარი თქვა სხდომებში მონაწილეობაზე. მმართველი პარტიის წევრების გარეშე კი, სხდომის გასამართად აუცილებელი კვორუმი ვერ დგებოდა. შედეგად, შეიქმნა კრიზისი და საკრებულო აღმოჩნდა პარალიზებული.  

მაისში ძალაში შევიდა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლის უფლებამოსილების დადასტურებას საკრებულოს გადაწყვეტილება აღარ სჭირდება, კერძოდ: საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, "პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება". ამდენად, ოპოზიციას კვლავ გაუჩნდა შანსი, 17 მანდატით უმრავლესობა შეეკრიბა. თუმცა, მაისის მიწურულს, მაჟორიტარმა წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულო დატოვა, რასაც პარტია ზეწოლას უკავშირებს და ოპოზიციის მხარეს კვლავ 16 მანდატი დარჩა. 

17 დეკემბრის შემდეგ, საკრებულოს 10-მდე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სენაკის სასამართლოში მიმდინარეობდა დავა 19-23 თებერვალს, კვორუმის არარსებობის პირობებში, ოპოზიციის მიერ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ. 2022 წლის 18 აგვისტოს  სასამართლომ  უკანონოდ ცნო საკრებულოს მიერ 19-23 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებები.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება თუ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, რაც პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების სამართლებრივი საფუძველია. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა, რის შემდეგაც სახელმწიფო მმართველობა დროებით ხორციელდება მთავრობის მიერ დანიშნული რწმუნებულის, კოლეგიური ორგანოს ან კანონის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ. პირდაპირი მმართველობა გარდამავალი პერიოდში ხორციელდება და გრძელდება მანამ, სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი.

საარჩევნო კოდექსის 1541 მუხლის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. არჩევნები პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით ინიშნება.

"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ რადგან საკრებულოს ბოლო უფლებამოსილი სხდომის გამართვის თარიღად 17 დეკემბერი სახელდება, შესაბამისად, 17 ივნისს ამოიწურა 6-თვიანი ვადა, რომლის ფარგლებშიც, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" თანახმად, საკრებულო უნდა შეკრებილიყო და ერთი სხდომა მაინც გაემართა. ამავე კოდექსის თანახმად, 6 თვის განმავლობაში საკრებულოს შეუკრებლობა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველია. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს 2023 წლის აპრილში. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს:

საქართველოს მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში გამოსცეს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და ასევე მიიღოს გადაწყვეტილება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების თაობაზე;

საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმსჯელოს და დანიშნოს სენაკის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები; 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლების ცვლილების გამო, რაც აზრს უკარგავს ოქტომბერში დანიშნულ შუალედურ არჩევნებს, მიიღოს გადაწყვეტილება მისი გაუქმების შესახებ, - ვკითხულობთ განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / აპრილი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს.
11 / აპრილი 2025
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის მარტის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 27 130 მოზარდი საარსებო შემწეობას იღებს.
10 / აპრილი 2025
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.