მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესში ავიაციამ მუშაობა დილიდან განაახლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შესაბამისი ძალებია მობილიზებული. უწყების ცნობით, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები