სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების მიღების საშუალება ეძლევათ.
ამავე ცნობით, პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:
რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;
ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება - მანქანა-დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების თანადაფინანსება;
ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის - არაუმეტეს 100 კვ.მ სათბურის მოწყობის თანადაფინანსება;
მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურის მოწყობა (არაუმეტეს 5 კვტ სიმძლავრე);
სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების/სისტემების დანერგვა;
არსებული ბიზნეს საქმიანობები:
რძის შემგროვებელი პუნქტი - სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება;
რძის გადამამუშავებელი საწარმო - სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება.პროგრამა ხორციელდება შემდეგ რეგიონებში: სამეგრელო-ზემო სვანეთი ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
განაცხადების მიღება 12 სექტემბრიდან დაიწყება.
პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://bit.ly/merdzeveoba
მასალის გამოყენების პირობები