ოჩამჩირეში მაშველებმა რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს
ოჩამჩირის ზღვის აკვატორიაში მაშველებმა რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლამდე ასაკის ქალი ცხედარი იპოვეს.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილი, ოჩამჩირის სოფელ ჩხროთოლის მკვიდრი, ნაზიკო ჭკადუაა, რომელსაც ოჯახი 30 აგვისტოდან ეძებდა.
ახლობლების განცხადებით, ქალი გალში გაემგზავრა და უკან არ დაბრუნებულა.
მასალის გამოყენების პირობები