იტალიის სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა
იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
"ნაპოლის" რიგებში კვარაცხელიამ გასულ თვეს 4 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო, 2 - "მონცას" წინააღმდეგ, ერთიც - "ვერონას" კარში.
საქართველოს ნაკრების შემტევმა "ლაციოს" ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, "ტორინოს" შემტევ ნემანია რადონიჩსა და "მილანის" მცველ პიერ კალულუს აჯობა.
"ნაპოლი" მორიგ მატჩს "ლაციოს" წინააღმდეგ, 3 სექტემბერს გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები