წალენჯიხის მერი წინამორბედების დროს არსებულ სავარაუდო კორუფციულ სქემებზე საუბრობს
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ სოფელ ნაკიფუში, ამ დრომდე მხოლოდ ერთი ჭაბურღილი ფუნქციონირებს, როდესაც, 2015 წლის გამოცხადებული ტენდერის შესაბამისად, იქ ორი ჭაბურღილი უნდა დამონტაჟებულიყო.
ხარჩილავა ამბობს, რომ მერიამ თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაო ჩაიბარა, რაც კორუფციული გარიგების ეჭვებს აჩენს.
საქმეზე დასკვნა მერიის აუდიტის სამსახურმა დადო. საუბარია დაახლოებით 111 ათასზე მეტ ლარზე.
მასალის გამოყენების პირობები