სენაკელი მებრძოლი გელა გოგია საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცი ბოლო გზაზე ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა და თანაქალაქელებმა გააცილეს.
54 წლის მებრძოლის ახლობლების ინფორმაციით ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა და სამხედრო ინსტრუქტორიც იყო. გელა გოგია აფხაზეთის ომის მონაწილეცაა.
საქართველოში მისი ცხედარი სამი დღის წინ ჩამოასვენეს. მანამდე, გელა გოგიას პანაშვიდი ქალაქ დნეპრში, ფერისცვალების ტაძარში ჩატარდა და მას თანამებრძოლები
დაემშვიდობნენ. გელა გოგია კრამატორსკის მიმდებარედ, ალყაში მოხვედრისას მძიმედ
დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები