წალენჯიხაში, სოფელ ნაგურუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მან საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საჭე ვერ დაიმორჩილა, ხევში გადაიჩეხა და ადგილზე დაიღუპა.
დაღუპული 55 წლამდე ასაკის ქალი ერთ-ერთი სკოლის დირექტორია.
შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები