მარტვილში ერთ-ერთი ოჯახიდან სესხად აღებული 20 000 ლარი მოიპარეს
მარტვილის სოფელ სერგიეთში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან 20 ათასი ლარი მოიპარეს.
არსებული ინფორმაციით, თანხა ოჯახმა სესხის სახით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანა.
შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
"ათინათის" ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.
მასალის გამოყენების პირობები