ზუგდიდი ევროკავშირის კონკურსის გამარჯვებულია - ქალაქმა 300 ათასი ევრო მიიღო
ევროკავშირის პროექტის EU4Culture ფარგლებში, რომლის ეგიდით სამმა ქალაქმა კულტურის განვითარებია სტრატეგია შეიმუშავა, ზუგდიდმა გაიმარჯვა და ევროკავშირისგან 300 000 ევრომდე დაფინანსება
სტრატეგიის განხორციელებისთვის მიიღო.
ამ წუთებში დადიანების სასახლის ეზოში დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. ორგანიზატორების თქმით, ეს არის პრეცედენტული შემთხვევა, როდესაც საქართველოში რეგიონის ქალაქი ხდება სრულფასოვანი კულტურის სტრატეგიის აღმასრულებელი.
ადგილობრივი ხელისუფლებისგან ცნობილია, რომ დოკუმენტში სამი ძირითადი მიმართულებაა განსაზღვრული: ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციების ქალაქი, ზუგდიდი, როგორც ხელოვნებისა და რეწვის შემოქმედებითი ქალაქი და ზუგდიდი როგორც გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი.
მასალის გამოყენების პირობები