გალში "კონტრაბანდის" სახით ქართული წარმოების გამაგრილებელი სასმელები ამოიღეს
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის, კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გალის რაიონში, სოფელ საბერიოში, ერთ - ერთი სავაჭრო ობიექტიდან ქართული
მარკირების მქონე სასურსათო პროდუქტი (უალკოჰოლო გამაგრილებელი და ენერგეტიკული სასმელები, წვენები და პიროტექნიკა) ამოიღეს, სულ 3049 ერთეულის ოდენობით, წერს "აბხაზია ინფორმი"
"აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მასალები იურისდიქციაში გადაეცა სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს", ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები