საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის მასშტაბით სკოლებში ამ ეტაპზე უკრაინიდან დევნილი 17 ბავშვი აგრძელებს სწავლას. მათგან ყველაზე მეტი,
8 მოსწავლე მეოთხე საჯარო სკოლაშია. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი შემდეგ სასწავლო დაწესებულებებში ირიცხებიან:
ოდიშის პირველი საჯარო სკოლა - 1;
დარჩელის მეორე საჯარო სკოლა - 2;
ჩხორიის საჯარო სკოლა - 1;
განმუხურის საჯარო სკოლა - 1;
ორულუს საჯარო სკოლა - 4.
საომარი მოქმედებების გამო უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების ზუგდიდის სკოლებში ჩარიცხვა მარტიდან დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები