აფხაზეთი საქართველოა - ენგურის ხიდთან რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდთან აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობის, მათ შორის, "ამრას" წევრებმა, რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მათ საქართველოსა, უკრაინის და ევროკავშირის დროშები ეჭირათ ხელში, ასევე, გაფინეს ბანერი "აფხაზეთი - საქართველოა". აქციის მონაწილეებს შორის საქართველოში მცხოვრები რუსები და აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავაც იყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები