ასლან ბჟანია სოხუმის პორტში მიმდინარე ანტიტერორისტულ წვრთნებს დაესწრო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმის პორტის ტერიტორიაზე მიმდინარე ანტიტერორისტულ
სწავლებას დაესწრო, რომელიც დღეს დასრულდა. ინფორმაციას, "პრეზიდენტის" პრესსამსახური ავრცელებს. წვრთნებში აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურებთან ერთად რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ამავე ცნობით, მანევრებში ჩართული იყო ნავები, ჯავშანტექნიკა, სნაიპერები, მყვინთავები, სასწრაფო დახმარების და სახანძრო მანქანები. ანალოგიური სწავლებების ჩატარება მომავალში სხვა ლოკაციაზეც იგეგმება.
ანტიტერორისტული წვრთნები სოხუმში 15 სექტემბერს დაიწყო 27 სექტემბრადმე გასტანს.
მასალის გამოყენების პირობები