ახალი ამბები
Meduza: მოსკოვში განიხილავენ სოხუმიდან და ცხინვალიდან სამხედროების მობილიზაციის შესაძლებლობას
კრემლში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მცხოვრებთა უკრაინის ომისთის მობილიზაციის შესაძლებლობასაც განიხილავენ, - ამის შესახებ მედიასაშუალება Medusa-ს აცნობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ. ამავე ინფორმაციით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან შესაძლოა იძულებით გაიწვიონ რამდენიმე ათასი ადამიანი, წერს "ეხო კავკაზა".

უკრაინის მედია უკვე იტყობინებოდა ომში ცხინვალის რეგიონიდან სამხედროების მონაწილეობაზე. მარტში გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საკონტრაქტო სამხედროებმა ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს და შინ დაბრუნდნენ.

მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მიმართვა, რომლითაც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა და მას ყალბი უწოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი "ფეიკ" ინფორმაციით, "ოპონენტებს განზრახული აქვთ აფხაზურ საზოგადოებაში პანიკური განწყობების დათესვა რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე". აქვე აღნიშნულია, რომ "მსგავსი თავდასხმები აფხაზურ - რუსული ურთიერთობების გაუარესებას ისახავს მიზნად. მიმართვის ავტორები მოსახლეობას მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფხიზლე და მხოლოდ "ოფიციალურ ინფორმაციას" დაეყრდნონ.

საუბარია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებას, რომელიც, თითქოს რუსეთის სახელმწიფო მდივნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ აფხაზეთი ნაწილობრივ მობილიზაციას ვერ აირიდებს.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა მოსახლეობის ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინის ომისთვის და ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლის ღია ნაწილშიც არ არის განსაზღვრული პარამეტრები, რომლითაც "ნაწილობრივი" გაწვევა დადგინდება. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა, აცხადებენ, რომ ეს რუსეთის სამობილიზაციო პოტენციალის ერთ პროცენტს შეადგენს.



ფოტო: "აბხაზია ინფორმი"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
20 / მაისი 2025
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
20 / მაისი 2025
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.