მესტიასა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი
პოლიციამ თბილისსა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ამასთან, შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია სამი პირი, მათგან 1 მესტიაში.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული დ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 12 ვაზნა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები