ამ წუთებში ბელარუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ხვდება.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი იუწყება.
როგორც აფხაზურ მედიაში წერენ, ისინი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხზე საუბრობენ. დღის წესრიგში, ამავე ცნობით, დგას, ასევე, "საერთაშორისო სიტუაციის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების" მიმოხილვაც.
მასალის გამოყენების პირობები