შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის "ემეგობრე პოლიციას" ფარგლებში მორიგი ღონისძიება ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს.
ადგილზე მისულ მოქალაქეებს საშუალება აქვთ გაეცნონ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას.
ასევე, შეუძლიათ დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
მოზარდები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.
მასალის გამოყენების პირობები