ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის ააიპ-ებში დასაქმებულების ნაწილი მოვალეობას არ ასრულებს - ენმ-ს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა ზუგდიდის საკრებულოს გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, დოოკუმენტში ასახულია ის ხარვეზები და დარღვევები, რომლებსაც ისინი მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ-ებისა და შპს-ის, საქმიანობების შესწავლისას გადააწყდნენ.

დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ 2 ააიპ-ის, მათ შორის "ზუგდიდდასუფთავებისა" და "კეთილმოწყობის მართვის ცენტრის", ასევე შპს ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS-ის საქმიანობის ანალიზი წარადგინა. მისი განმარტებით, აღნიშნული სამსახურები მათ იმ პრინციპით შეარჩიეს, რომ 2014 წელთან შედარებით აქ თანამშრომლების გაორმაგებული რაოდენობა ფიქსირდება. კალანდიას თქმით, სამუშაო ჯგუფს არ მიეწოდა მერიის იურიდიული პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც სრულყოფილი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

"ჩვენ არ მოგვეწოდა კანონით განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაცია, რომელსაც მოვითხოვდით საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, ამიტომ კიდევ 1 თვით გავაგრძელებთ მუშაობას. ამ დროის განმავლობაში ჩვენ დავდეთ შუალედური დასკვნა, გავაკეთეთ ანალიზი, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, იქ დასაქმებული ადამიანები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და ვფიქრობთ, რომ განაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია მათთვის, არ არის სწორად განაწილებული", - აღნიშნა კალანდიამ.

ამასთან ის ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფს აქვს გონივრული ეჭვი,სავარაუდო  ფიქტიურ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რადგან სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული ადამიანები, მისი მტკიცებით, დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ.

"მაგალითად, სხვადასხვა სოფელში არ არის დალაგებული სკვერები, არ არის შესრულებული ის სამუშაო, რომელიც თითქოს კონკრეტულ თანამშრომლებს აკისრიათ, ეს გვაფიქრებინებს, რომ მათი ნაწილი ფიქტიურად არის გაფორმებული", - თქვა კალანდიამ.

აღნიშნულ სამუშაო ჯგუფში სულ 12 წევრია და ყველა მათგანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. დღევანდელ სხდომას მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები დაესწრნენ. ანგარიში არ მოისმინეს "ქართული ოცნების" წევრებმა და აღნიშნული ააიპ-ების წარმომადგენლებმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.