რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩასული სტუდენტი უნივერსიტეტში ლექტორმა დააბულინგა - მასწავლებელი
"სტუდენტი, რომელმაც ოკუპირებული ტერიტორიის ერთ-ერთი სკოლა დაამთავრა (შეგნებულად არ დავასახელებ არც სტუდენტს და არც სკოლას), ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში "ლექტორების" მიერ გახდა ბულინგის მსხვერპლი ", -  ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მასწავლებელი ნანა კვარაცხელია წერს.

კვარაცხელია ამბობს, რომ შეტყობინება მას საკუთარმა ყოფილმა მოსწავლემ გაუგზავნა და მოუყვა, როგორ უთხრა მას ერთ-ერთმა ლექტორმა, რომ "რუსულად" ესწავლა.

"ნანა მას, გამარჯობა. როგორ ხართ.

მოკლედ, ჩემი ამბის მოგვარება არ იქნა, საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვის მომეყოლა ეს ყველაფერი. ორი კვირა ხო გამიცდა და ჩამოვრჩი სასწავლო მასალას, გარდა მაგისა, სიაში კიდე არ ვარ. ძალიან ბევრი თემები დამიგროვდა, ძალიან, რადგან არ ვიყავი წინა ორი კვირა. გუშინ დავიწყე სწავლა პირველი თემის, რომელიც პირველ სემინარზე გადასცეს ბავშვებს. მერე მეორეს ვისწავლი-მეთქი, მესამეს და დავეწევი სასწავლო მასალას-თქო. დილის 5 საათამდე ვსწავლობდი, იმის იმედით, რომ ჩავაბარებდი სემინარის თემას და ქულას დამიწერდა, რადგან ქულების დაგროვება მინდა, იმისთვის, რომ შუალედურზე დამიშვან. მივედი სემინორთან, მეთქი, აფხაზეთიდან ვარ და ბრძანებამ
დაიგვიანა, ამიტომ, თუ შეიძლება, ჩაგაბაროთ წინა თემები, რომ ქულები დამიწეროთ-თქო. შენ ახლა არარსებულს მეუბნებიო, სიაში არ ხარო და რომელ ქულაზე მესაუბრებიო, ან რომელ ჩაბარებაზეო. მეთქი აბა რა გავაკეთო, ასე ვიჯდე-მეთქი და სიაში რომ არ ხარ, ეგრე ვერაფერს ვიზამო, სიაში შეყვანის მერეც არ გამომკითხავს წინა მასალას და ქულასაც არ დამიწერს და ასე როგორ უნდა დავაგროვო ჩამკეტი ქულები.

გარდა ამისა, პარასკევს როცა მივედი სემინარზე (აკადემიური წერის სემინარზე) და თვითონ სემინორი მეკითხება, შენ ვინ ხარო? ავუხსენი სიტუაცია და მერე შენ აქ რა გინდაო, მეთქი, რას ნიშნავს რა მინდა, წადიო და რუსულად ისწავლეო, მე შენ რა გასწავლოო, იქით რუსულად სწავლობდიო. წერა-კითხვა იციო? იქ ხართო და რუსებს "ეპადხალიმებითო" ხო? და გაიცინა.

მე არ ვიცი, შენ რას ისწავლიო აქო. მეთქი-ვისწავლი, ქართული ჩვეულებრივად ვიცი და ვისწავლი-მეთქი და მერე კარგიო, ჩაიწერეო და ისწავლეო ეგო. ძაან დაძაბულად ვარ, აი, ძაან, ამის მერე საერთოდ. იმ მომენტში, როცა ასე მესაუბრებოდა ის ქალი - მიწა გამისკდა. მეთქი, სად ვარ, ჩემი თავი საქართველოში არ მეგონა, ისეთი წარმოდგენა მქონდა, თითქოს სადმე გადამთიელ ქვეყანაში ვიყავი, სამშობლოს გამყიდველის სახით.

მოკლედ არ ვიცი რა, აწიც როგორ იქნება, რაც დრო მიდის, მით უფრო იკარგება დრო და პირველ სემესტრში უნდა ჩავრჩე?

ბოდიში, რომ გაწუხებთ", - ასეთი შინაარსის იყო წერილი, რომელიც, როგორც მასწავლებელი წერს, მას პირველკურსელმა გაუგზავნა.

ნანა კვარაცხელია აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ, მოუწოდებს, რომ მსგავსი შემთხვევების შემთხვევაში, ფაქტი არ დამალონ.

"ჩვენო სტუდენტებო ოკუპირებული ტერიტორიიდან, მოგიწოდებთ, არცერთი მსგავსი ფაქტი არ დამალოთ. მომწერეთ პირადად ან მოდით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში (ვაჟა-ფშაველას #16) და მოგვიყევით. თითოეული უმაღლესი საბჭოს წევრი და აპარატის ძალიან მაღალკვალიფიციური იურისტები იქნებიან თქვენს გვერდით. ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწა-წყლის მცველების დამცირებას.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები არიან გმირები და ის ჯარისკაცები, რომლებიც 29 წლის განმავლობაში დარაჯობენ ქართულ მიწას, უნახავენ საქართველოს და თითოეულ აფხაზეთელს.

შენ კი ჩემო ძალიან ძვირფასო ადამიანო - ხარ საუკეთესო და ყველაფერი გექნება საუკეთესოდ. ხარ ყოჩაღი და როცა მიაღწევ ძალიან ბევრს, რაშიც მე ძალიან დარწმუნებული ვარ იმ ლექტორებს ეტყვი, რომ მადლობა მაშინდელი საქციელისთვის ი.რ. თქვენ მიბიძგეთ უფრო მონდომებული ვყოფილიყავი და უფრო მეტად შემეგრძნო სამშობლოს სიყვარული. ძალიან მიყვარხარ!!!", - ვკითხულობთ ვრცელ პოსტში.

ნანა კვარაცხელიას კი, როგორც ის კომენტარებში მის გამომწერებს პასუხობს, ამ ეტაპზე არც უნივერსიტეტის, არც ლექტორისა და არც სტიდენტის იდენტიფიკაცია არ სურს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.