გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის სექტემბერში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 445 414 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 203 116 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანი, ასევე 242 298 კუბური მეტრი მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს "საქმიან ეზოებში" დასაწყობდა.
"ტყითსარგებლობის წესის დარღვევის ფაქტებიდან, 18 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 6 - ქვემო ქართლის, 1 - მცხეთა-მთიანეთის, 6 - შიდა ქართლის, 5 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - იმერეთის, 3 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, ხოლო 6 სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები