11 ოქტომბრის შუადღემდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი.
ამის შესახებ სინოპტიკოსები იუწყებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები