გალში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზია იუწყება. მათივე ცნობით, შესაბამისი სამსახურების მიერ ძლიერი ქარიშხლის შედეგად წაქცეული ხეების გაწმენდა და გატანა,
გარე განათების ბოძების, ღობეების და ქალაქის დაზიანებული უბნების აღდგენა ხდება.
"დილის 8 საათიდან ასუფთავებენ ქალაქს ჩამოვარდნილი ხეებისგან, რომლებიც ღამის ქარიშხლის შედეგად გზის სავალ ნაწილზე წაიქცა. ასევე, დაზიანებულია ღამის განათების 4 ბოძი", - უთხრა ჟურნალისტებს გალის რაიონის "ადმინისტრაციის" უფროსის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ადლეიბამ.
მისივე ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოყოლია.
მასალის გამოყენების პირობები