უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან მსახურობდა, მათ შორის ბოლო 2 წელი "ქართული ლეგიონის" რიგებში ირიცხებოდა. ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, 44 წლის ქართველი ჯარისკაცი გამოცდილი გამნაღმველი იყო.
ის 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა.
უკრაინაში მიმდინარე ომს 20 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, მათგან რამდენიმე სამეგრელოდანაა.
მასალის გამოყენების პირობები