უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში შექმნა.
რთული ვითარებაა საზღვრისპირა სოფელ ფახულანში. სოფელში შიდა საუბნო გზები ჩამოშლილია,ასევე დაზიანდა ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. უამინდობამ პრობლემები შექმნა ჩხოროწყუსა და სენაკშიც. სოფელ ლეძაძამემდე მისასვლელი ხიდით სარგებლობას ადგილობრივები ვეღარ ახერხებენ,მათ ალტერნატიული საფეხმავლო გზით უწევთ სარგებლობა.
უამინდობამ ხობის მუნიციპალიტეტში 150 მდე ოჯახი დააზარალა. გადაუღებელი წვიმების შემდეგ მდინარე ხობის წყალი ადიდდა. ახალსოფელში,გურიფულში,პირველ ხორგასა და ქარიატაში დატობრილია სახნავ-სათესი მიწები, სავარგულები და საცხოვრებელი სახელების პირველი სართულები. მდინარე ხობის წყლის ნაპირთან ახლოს დატბორილია კორპუსების პირველი სართულები. ხობის მერიის წარმომადგელი რადიო
„ათინათთან“ ყვება, რომ მუნიციპალიტეტის შესაბმისი სამსახურები ზარალს ამ დრომდე ითვლიან.
მასალის გამოყენების პირობები