საცხენოსნო კლუბ "ხარებას" ორგანიზებით ზუგდიდში, 23 ოქტომბერს, საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება.
ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში "ზუგდიდის დიდი თასი 2022" სოფელ ოირემეში ჩატარდება.
ღონისძიება საქართველოს ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით დაიგეგმა. მასში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით არსებული კლუბები და ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები