წალენჯიხის მერის მანქანა მისივე სახლის წინ სავარაუდოდ დაწვეს
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი მანქანა წუხელ, გვიან ღამით, სავარაუდოდ, უცნობმა პირებმა დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მერის მოადგილე,
თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებთან ერთად აქვეყნებს. ის ამბობს, რომ მანქანა ხარჩილავას სახლთან იდგა, როდესაც, სავარაუდოდ, აალებადი მოწყობილობა ესროლეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სს კოდექსის 187-ე, ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები