წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ შევიდა და სამართალდამცავების კითხვებს უპასუხებს.
გია ხარჩილავას თქმით, ის აპირებს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს პოლიციას.
დღეს წალენჯიხაში ჩავიდა "ლელო" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, რომელმაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტების მერებს მოუწოდა გამოეხმაურონ აღნიშნულ ფაქტს და მისცენ სწორი რეაგირება. ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, შს სამინისტრომ უნდა გადააკვალიფიციროს გამოძიება უფრო მძიმე მუხლით, რადგან, მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ სხვისი ნივთის დაზიანება და მომხდარს აქვს პოლიტიკური მოტივი.
მერის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება მისივე სახლის წინ, სავარაუდოდ, წუხელ
გვიან დაწვეს. შს სამინისტრომ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. გია ხარჩილავა მიიჩნევს, რომ მანქანის დაწვა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და ამბობს, რომ მსგავსი მეთოდები რუსეთის კრიმინალური მმართველობისთვის
არის დამახასიათებელი.
მასალის გამოყენების პირობები