გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი ამინდი.
ამავე ცნობით, ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +18, +23 გრადუსია ნავარაუდევი.
უწყების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში კი გრილი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები