აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „ტერიტორიული თავდაცვის შტაბის“ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, წერს „აფსნიპრესი“.
გამოცემის ცნობით, ე.წ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, სამხედრო-პოლიტიკური ვითარება განიხილეს. მოისმინეს მოხსენებები სამობილიზაციო მომზადების გაუმჯობესების პრაქტიკულ ღონისძიებებზე, ჯარის ლოგისტიკური უზრუნველყოფის საკითხებზე და ა.შ.
აფხაზმა ლიდერმა ბრძანება გასცა, რომ ძირითადი ძალისხმევა და ყურადღება გაამახვილონ „სამობილიზაციო მზადყოფნის სათანადო დონეზე შენარჩუნებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად“.
ამავე თემაზე:
აფხაზეთში სამხედრო გაწვევა გამოცხადდა
მასალის გამოყენების პირობები