ენგურზე აფხაზმა ე.წ. მებაჟეებმა საქონლის "უკანონო" გადატანის 20 მცდელობა აღკვეთეს
2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა, რუს კოლეგებთან ერთად, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ "საზღვარზე"
სხვადასხვა მიზნით საქონლის "უკანონო" გადატანის 20 მცდელობა აღკვეთეს.
"ამოღებულია 4400-ზე მეტი ბლოკი თამბაქოს ნაწარმი, დაახლოებით 1,800,000 რუბლის ოდენობით. უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში, აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, გატარებულია სამართლებრივი ზომები", - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდი იუწყება.
მასალის გამოყენების პირობები