საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებით დახვდნენ წალენჯიხაში უკრაინაში დაღუპულ ედიშერ კვარაცხელიას.
მის ცხედარს ოჯახის წევრებთან ერთად მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.
დაშვებული დროშებით მათ პატივი მიაგეს ედიშერ კვარაცხელიას ხსოვნას, რის შემდეგაც ის საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ედიშერ კვარაცხელია, რომლის გარდაცვალების შესახებ ცნობა 10 ოქტომბერს
გავრცელდა, მე-20 ქართველია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა.
მებრძოლს საგვარეულო სასაფლაოზე ხუთშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ამავე თემაზე:
უკრაინაში დაღუპული წალენჯიხელი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
მასალის გამოყენების პირობები