უკრაინაში დაღუპული ედიშერ კვარაცხელია მშობლიურ სოფელში სამხედრო პატივით ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.
მეომარი უკანასკნელ გზაზე წალენჯიხელებთან ერთად ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გააცილეს.
ჯარისკაცის მეზობლებსა და ახლობლებს ხელში უკრაინისა და საქართველოს დროშები ეკავათ.
დაკრძალვამდე მათ მებრძოლის ეზოში რუსეთის დროშა დაწვეს.
44 წლის ქართველი მებრძოლი 10 ოქტომბერს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის დროს
დაიღუპა.
ედიშერ კვარაცხელია მე-20 ქართველი ჯარისკაცია ვინც აგრესორთან ბრძოლას შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები