მესტიაში წუხელ პირველი თოვლი მოვიდა. სოციალურ ქსელში ადგილობრივები ფოტოებსა დ ვიდეოებს ავრცელებენ.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ უახლოესი დღეები განმავლობაში ზემო სვანეთში აღარ მოთოვს.
რაც შეეხება სამეგრელოს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა 13-15 გრადუსი შენარჩუნდება.
რადიო "ათინათს" სააგენტოში უთხრეს, რომ ხვალიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება.
ფოტო: ჰეშკილის ქოხები
მასალის გამოყენების პირობები