ზუგდიდში ღვინის დღეები 2022-ის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს.
ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა სივრცეა მოწყობილი, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს, მათ შორის, მეღვინეებს საკუთარი პროდუქცია აქვთ გამოფენილი.
ღონისძიებაზე რამდენიმე ათეული ღვინის დაგემოვნება და შეძენაა შესაძლებელი.
ამასთან, ადგილობრივი მზარეულების მიერ მომზადებული ტრადიციული კერძების გასინჯვაც.
იმართება მეგრული სამზარეულოს, მათ შორის გებჟალიას მომზადების მასტერკლასები.
მოგვიანებით გაიმართება ღვინის სამოყვარულო კონკურსი - ფარული დეგუსტაცია.
დღის ბოლოს დადიანების სასახლეთა ეზოში გალა კონცერტია დაგეგმილი.
ქვეყნის მასშტაბით ღვინის ფესტივალი ზუგდიდში გამართული ღონისძიებით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები