ზუგდიდელმა ძალოსანმა ნათია გადელიამ ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მან 87 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
გადელიამ ატაცში 88/92/94 კგ დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ძალოსანმა აკვრაში 111/115 ძლევით ასევე ვერცხლი მოიპოვა, იგივე სინჯის მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 209 კილოგრამითაც.
ინფორმაციას მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები