სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საბა ოდიშარია "ქართული ოცნების'" 17-მა დეპუტატმა წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელად აირჩია.
სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და "საქართველოსთვის" წევრები ამბობენ,რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას არალეგიტიმურ პროცესებში და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს ფარსს უწოდებენ. ამასთან, მათივე განმარტებით, მომდევნო სხდომებზე, რომლებზეც საკრებულო სამუშაო რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას, მუნიციპალიტეტისთვის საჭიროებისთვის განსაზღვრულ საქმიანობაში ჩაერთვებიან.
ამავე თემაზე:
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სენაკის საკრებულოს სხდომა დატოვეს
ხვალ სენაკის საკრებულოში „ქართული ოცნება“ თავმჯდომარეს ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე აირჩევს
მასალის გამოყენების პირობები