27-28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალ მთაში, შესაძლოა, თოვლი აღინიშნოს.
ამის შესახებ სინოპტიკოსები იუწყებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
ამავე ცნობით, 29 ოქტომბერს გამოიდარებს და 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები