1 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ამის შესახებ სინოპტიკოსები იუწყებიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან - თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები