უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.
უცნობია, რა ვითარებაში დაიღუპა აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი. რადიო "ათინათი" მის სახელსა და გვარს შეგნებულად არ უთითებს, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, ოჯახმა მომხდარის შესახებ, ჯერჯერობით, არ იცის.
ის რიგით 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები