სინოპტიკოსები სამეგრელო-ზემო სვანეთში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, სამეგრელოში მოსალოდნელია წვიმა. მათივე ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში, 8 ნოემბრამდე, ტემპერატურა აიწევს და თბილი ამინდები შენარჩუნდება.
როგორც რადიო "ათინათთან" საუბარში სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, 9 ნოემბრიდან ტემპერატურა საგრძნობლად დაიწევს და დაბალ ტემპერატურასთან ერთად, უხვი ნალექია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ზემო სვანეთს, სინოპტიკოსების ვარაუდით 8 ნოემბრამდე უნალექო, თბილი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი.
მასალის გამოყენების პირობები